ლევან მაჭავარიანი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ

ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

„ჩვენ ევროპას და ლგბტ პროპაგანდას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ და ვერც დავუკავშირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა ჩვენთვის არის ის ღირებულებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს. იმიტომ ვგრძნობთ ჩვენ თავს ევროპის ნაწილად, რომ ამ ღირებულებებში არის თანხვედრა. ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ და ვერც იმას, რომ ამ პროპაგანდის აკრძალვით ჩვენ ვშორდებით ევროპას ან ნებისმიერ ევროპულ სტანდარტს,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ჟოზეფ ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. კისი შეფასებით, კანონი ძირს უთხრის ადამიანის ძირითად უფლებებს და აძლიერებს დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას.