დავით გამყრელიძემ „ოქროს კანონი“ დაარღვია

დავით გამყრელიძემ „ოქროს კანონი“ დაარღვია

სკანდალური დაპირისპირება რკინიგზის დეპარტამენტსა და პარლამენტარ დავით გამყრელიძეს შორის კულმინაციას  უახლოვდება.

საქართველოს პრეზიდენტმა აკაკი ჩხაიძის პოზიცია დაიკავა (არც არის გასაკვირი - რკინიგზა ხომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და კარგი საბიუჯეტო გადამხდელი) და პარლამენტის წევრს, რომელიც მისი (შევარდნაძის) პარტიის სიით მოხვდა პარლამენტში, ქარაგმულად უსაყვედურა: ძალიან კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ რამდენად წარმატებული პარლამენტარია, ეს ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეო.

ამით ედუარდ შევარდნაძეს უნდოდა ეთქვა, რომ პოლიტიკაში ბიზნესმენ დავით გამყრელიძის ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

პრეზიდენტი პირველ შეცდომად, უეჭველად თვლის, ცნობილ ხელმოწერებსკონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანისთაობაზე. რაც იმთავითვე უპერსპექტივო და კონფლიქტური საქმე იყო - პრეზიდენტი არასოდეს დაუჭერს მხარს ცვლილებებს კონსტიტუციაში, ვინაიდან ამით მისთვის ძალზე არასასურველი პრეცედენტი იქმნება.

ეს მომენტი კიდევ შეიძლება აიხსნასსუბიექტური დამოკიდებულებებითდასახელისუფლებო ინტერესებით“. ხოლო რაც შეეხებასარკინიგზო სკანდალს“ - აქ გამყრელიძემ, რომელსაც სწორედ პოლიტიკური მოტივები ჰქონდა და არა პირადი მატერიალური (ანგარებითი), მართლაც, უმძიმესი შეცდომა დაუშვა: პოლიტიკისოქროს კანონია“, რომ არ უნდა შეეჭიდო პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვერ შეძლებ.

აკაკი ჩხაიძის პოზიციები სახელისუფლებო სისტემაში იმდენად მყარია (ზემოხსენებული მიზეზით) რომ მასძვრას ვერ უზამსარათუ საპარლამენტო კომისია, არამედ მთელი პარლამენტიც, ვინაიდან ჩხაიძე უკვე დანიშნულია, ხოლო საფუძველი იმპიჩმენტისათვის არ არსებობს.

საქართველოში არსებულხელისუფლებათა გამიჯვნისმოდელი პარლამენტს არ უტოვებს არანაირ სხვა მექანიზმს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის, გარდა იმპიჩმენტისა, მაგრამ საამისოდ საკმარისი არ არის ის ბრალდებები, რაც ჩხაიძეს კომისიაში წაუყენეს.

კომისიის გადაწყვეტილება და რეკომენდაცია პრეზიდენტისათვის სავალდებულო არ იქნება. ამრიგად, გამყრელიძე ჩხაიძესვერ წააქცევსიმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი პარლამენტი (უპირველესად, პარლამენტის თავმჯდომარის) მხარდაჭერას მიიღებს.

არადა, ასეთი მხარდაჭერაც ძალზე საეჭვოა იმავეხელმოწერებთანდაკავშირებული ისტორიისა და შემდგომი მწვავე განცხადებების გათვალისწინებით.

სამაგიეროდ, აკაკი ჩხაიძემ დაუყოვნებლივ იძია შური და კარგა გვარიანისამაგიეროცგადაუხადა დავით გამყრელიძეს: რკინიგზის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიაალდაგსშეუწყდა ხელშეკრულება, რომელიც მას დიდ თანხას მატებდა ყოველწლიურად: „რკინიგზახომ არა მხოლოდ ბიუჯეტში ერთ-ერთი საუკეთესოშემტანიიყო, არამედ იხდიდა სადაზღვევო თანხასაც.

ახლაალდაგისხელმძღვანელობამ რამდენიც არ უნდა იყვიროს, ჩვენ რა შუაში ვართოამ საქმიდან უკვე არაფერი გამოვა. რკინიგზის დეპარტამენტს სრული უფლება აქვს გაწყვიტოს ხელშეკრულებამით უმეტეს, კერძო კომპანიასთან აკაკი ჩხაიძემ შესაბამისი („ალდაგისთვისსაკმაოდ საშიში) თემის განვითარებაც დაიწყო: „რატომ უნდა იყოსალდაგიმონოპოლისტი?“

ეს თემა კერძო კომპანიისათვის საშიშია, ვინაიდან მას, უეჭველად, გამოუჩნდება კონკურენტები. მით უმეტეს, რომ დავით გამყრელიძის პოლიტიკური საქმიანობის შედეგად პარლამენტის მხარდაჭერა უკვე მხოლოდნაწილობრივიშეიძლება იყოს, პრეზიდენტი აშკარად განაწყენებულია, რკინიგზის დეპარტამენტი კი, - სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული. არ არის გამორიცხული, ჩხაიძეს სხვებმაც მიბაძონ დაალდაგისაგან“ „გათავისუფლებამოინდომონ.

აკაკი ჩხაიძის გათვლა საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა. მიაქციეთ ყურადღება - მეორე დღესვე შეიკრიბაალდაგისხელმძღვანელობა და, ფაქტობრივად, გაემიჯნა თავის ყოფილ ხელმძღვანელსა და დამაარსებელს: აბა, დავით გამყრელიძემ რაღაცა თქვა, ჩვენ რა შუაში ვართ, მას ხომ მხოლოდ „9 პროცენტიანიწილი აქვსო დარჩენილი. ჯერჯერობით ეს რბილად, ვუალირებულად ითქვა, მაგრამ როდესაც ზარალი გაიზრდება (ჯაჭვური რეაქციის პრინციპით), სხვა გადამხდელებიციხელთებენ დროს“ - დამოკიდებულება პარლამენტარსა და ყოფილ პარტნიორებს შორის უეჭველად გამწვავდება: გამომდინარე ქართული მენტალიტეტიდან, მათ შორის, იმგაგებიდან“, რაც ჩვენებურ ბიზნეს-წრეებში ჩამოყალიბდა. ახლა კაცს რომ დაუპირისპირდები, საქვეყნოდ გამოაჭენებ, გალანძღავ, ბრალდებებს წაუყენებ და .. ისიც შემოგიტრიალდება და გიპასუხებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. აკაკი ჩხაიძე სწორედ ამ პრინციპით მოიმოქმედებდა.

სწორედ ამაში მდგომარეობდა დავით გამყრელიძის საბედისწერო შეცდომა - მას, ალბათ, მანამდე არ უნდაგაესროლა“, ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ ეს გასროლა მომაკვდინებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მის ხელთ არსებული დოკუმენტები ვერ ქმნიანრკინიგზის დეპარტამენტისუფროსისწაქცევისგარანტიას.

აკაკი ჩხაიძეს კიდევ ერთი ძლიერი კოზირი აქვს. მას აუცილებლად (და გულწრფელად, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან) მხარს დაუჭერს რკინიგზის დეპარტამენტის კოლექტივიმუშა-მოსამსახურენი, მემანქანეები და ..

ისინი რეგულარულად იღებენ საკმაოდ მაღალ ხელფასს, ამას უკავშირებენ აკაკი ჩხაიძის საქმიანობას და თუ ვინმემ მათ უფროსს თითი დააკარა, უეჭველად, გააფთრებით შეუტევენ საპასუხოდ. ეს კი ხელწამოსაკრავი ძალა არ გეგონოთ - საკმარისია რკინიგზა ერთი დღით გაიფიცოს და თითქმის ყველაფერი გაჩერდება საქართველოში. საბიუჯეტო შემოსავლებზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ. ამიტომ გამყრელიძე-ჩხაიძის დაპირისპირებაში სწორედ გამყრელიძის დამარცხებაა წინასწარ გადაწყვეტილი.

თუ, რასაკვირველია, მან რაიმე უფრო სერიოზული ბრალდებები არ აღმოაჩინა. პოლიტიკისოქროს კანონისდარღვევა ყველასათვის უაღრესად სარისკოა.