მოგესალმებით ძვირფასო ქართლელებო, მივესალმები სამაყო რეგიონის შიდა ქართლის, მაგარ ხალხს, პატრიოტ ხალხს, მებრძოლ ხალხს! დიდი მადლობა მობრძანებისთვის
დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო დავუთმო ომის ფასზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, მე კარგად ვიცი ვის ვესაუბრები დღეს და ვინ თუ არა თქვენ, ჩვენო მაგარო ქართლელებო, მებრძოლებო, იცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე 16 წელი გავიდა და ამ ომმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს მოუშუშებელი იარა. ის ჭრილობა რომელიც არასოდეს არ შეხორცდება, სანამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობით არ დავიბრუნებთ!
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები და ის საშინელი ტრაგედია და განსაცდელი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით თქვენს რეგიონს, ეს ომი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა თქვენთვის, რადგან პირადად გამოსცადეთ ომის შედეგები, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ ომმა გამოიწვია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, დაბრუნდა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, რომელმაც დატოვა საქართველო 2007 წელს, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად არ აგვარიდა ეს ომი, რითაც ჩაიდინეს ღალატი და გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი... ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე. ჩვენ ვიხილეთ გმირი ჩარისკაცების გმირული ისტორიები, შინდისის ბრძოლა ანწუხელიძის და სხვათა გმირული საქმენი, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ვიხილეთ მხდალი გამყიდველი ხელისუფლების სახე, გახსოვთ კარგად მთელს მსოფლიოში თავი როგორ მოგვჭრა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც ომის დღეებში, 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენი შინდისელი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარ მიწა-წყალს, იმავე დღეს ვნახეთ მიწაზე გართხმული, შეშინებული პრეზიდენტის, ვნახეთ გაქცეული მინისტრები და პარლამენტის წევრები, ეგრედ წოდებული მჩაგვრელი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ ომისთვის... ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრედ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ჩვენს ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე, მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე. გამახსენეთ რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევისას, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას, რომ არა ჩვენი პატრიარქის პირადი ჩართულობა, გამბედაობა და თავდადება, გახსოვთ, რომ ჩვენი გმირების ცხედრების გამოყვანაც კი არ ადარდებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. რა მოხდა ომის შემდეგ? ჯერ გმირების ცხედრებიც არ ჰყავდათ გადმოსვენებული, როცა გამყიდველმა ხელისუფლებამ რუსთაველზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და და წაგებული ომი აზეიმეს და მიშა, მიშა აძახებიეს. ამის შემდეგ მისი დავალებით ხელი მოაწერეს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ეს ხომ პირდაპირი ღალატი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესის. რამდენიმე თვეში ამ ომიდან, იმ დროს როცა რუსეთი აშენებდა ახალ რუსულ სამხედრო ბაზებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის გამყიდველმა მთავრობამ რუსეთს გაუხსნეს ჯერ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, პირადად საზღვარზე ხვდებოდა თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი რუს ტურისტებს, გახსოვთ შემდეგ როგორ გადასცეს ჩვენი სახელმწიფოს აქტივები სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხოვრება გააგრძელეს ბედნიერად, ვითომ არაფერი არ მომხდარა და სამწუხაროდ, მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ასევე მოიქცა მთელი დანარჩენი სამყაროც, მთელი მსოფლიო, ყველამ გააგრძელეს რუსეთთან ვაჭრობაც, პარტნიორობაც და თანამშრომლობაც.
ამიტომ, ეს ომი არის ჩვენთვის გაკვეთილიც, ჩვენს გამო და ჩვენი ტერიტორიებისთვის არავინ არ იომებს, არავის არ ადარდებს, უნდა ვთქვა პირდაპირ, რამდენი ქართველი დაიღუპება ომში, რადგან ყველას აქვს საკუთარი ინტერესი, ყველას ადარდებს მხოლოდ საკუთარი ქვეყანის და ხალხის ინტერესი.
2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცენდენტო 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა, ჩვენ არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები! რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილი პატრიოტი და მებრძოლი კაცის, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება! ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა! იქნება სტაბილურობა და განვითარება!
მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ისევ ის ბოროტი ძალა ვინც ამხელა უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს. ომის გარდა გახსოვთ რა დრო იყო, შიში, ტერორი, უსამართლობა, ხალხის ჩაგვრა, მკვლელობები, პატიმრების წამება და გაუპატიურება, არც თავისუფალი მედია, არც სამართალი არ არსებობდა, ბიზნესის ტერორი მიმდინარეობა და იყო სრული განუკითხაობა და მაინტერესებს, მაშინ რატომ არ ჩადიოდა ეკა გიგაური, ლომჯარია ან საბანაძე და სხვა აგენტები და რატომ არ ყვებოდნენ ხალხის ჩაგვრაზე ამერიკის კონგრესში, მაშინ რატომ არ იძახდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდებაო? დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი არ იყო ქვეყანაში და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ... ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის რომ ყველაზე ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას.
დღეს ეს ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტი-ევროპულს და ანტი-დემოკრატიულს აკეთებდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით. ამიტომ, მინდა მათ მივმართო ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში! თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ, გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული... დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათაშორის, გახსოვთ ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგ, რითაც მიაყენა შეურაცხყიფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას.
დღეს მსოფლიოში ურთულესი და არაპროგნოზირებადი გარემოა, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მატულობს და ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაზრდილია, ამიტომ თითოეული პასუხისმგებლიანი ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის დაცვა და გადარჩენა ომისგან და ომში ჩათრევისგან! ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები! 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად! გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს სიმართლე! გაიმარჯვებს საქართველო და ჩვენი მაგარი ხალხი! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!