ბექა ოდიშარია ბერლინში გამართულ ფორუმში ანა ნაცვლიშვილის და ეკა ტყეშელაშვილის მონაწილეობაზე: რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ

ბექა ოდიშარია ბერლინში გამართულ ფორუმში ანა ნაცვლიშვილის და ეკა ტყეშელაშვილის მონაწილეობაზე: რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ

რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ. იგი ამგვარად გამოეხმაურა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე ბერლინში გამართულ ფორუმს, რომელშიც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდნენ.

„მათი სტრატეგია შეიცვალა, სხვა გზა არ ჰქონდათ უბრალოდ და მათმა მენტორებმა, ჭკუის დამრიგებლებმა, პატრონებმა, ვინც მათ ძაფებით მართავს, ახლა უთხრეს, რომ გაიშალონ მარაოსავით მთელ მსოფლიოში. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელნი, რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ. ამას არ გვალაპარაკებს მხოლოდ ახლანდელი მოცემულობა, ამას გვალაპარაკებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში, ფორუმზე იმსჯელეს - დისკუსიას ანა ნაცვლიშვილი და ეკა ტყეშელაშვილი დაესწრნენ.