ბექა ოდიშარია ქუთაისში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე: ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“

ბექა ოდიშარია ქუთაისში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე: ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“

ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ-გამოხტომა, რაც ახასიათებს და რაც ბუნებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა დიმიტრი კვანტალიანმა „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა.

„ჩვენ ამას ცივილიზებულად მივუდგებით, კანონისმიერად, მათ შორის, ავსახავთ ჩვენს რეპორტებში და გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, ჩვენს პარტნიორებს და დავაკვირდებით, მათ რეაგირება ექნებათ თუ არა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.