ზურაბ ქადაგიძე ლაშა ბექაურის განცხადებაზე: ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ, იმიტომ, რომ  ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება

ზურაბ ქადაგიძე ლაშა ბექაურის განცხადებაზე: ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ, იმიტომ, რომ  ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება

აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. რატომ? იმიტომ რომ - პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება,  - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბექაურის განცხადება, რომ იგი ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ან არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით  და ან ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს.

"აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. 
რატომ? იმიტომ რომ - პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება. 

ან გრძნობ, არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით  და ან, ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს!

გამოენთებიან ეს უსამშობლოები და მაღალ მატერიებზე დაიწყებენ საუბრებს, რომ
სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტში ან პოლიტიკური შეფასება მათგან მიუღებელიაო…
მიხეილ სააკაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა თუ  კოლუმბიის უნივერსიტეტი  დაამთავრეს, ვერ არიან  გენმოდიფიცირებული ნაძირალები?!

სალომე ზურაბიშვილი, ჟუჟუნა წვიმა ნუ გგონია, ქოლგა ვერ გიშველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.