“ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.
“მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი.
ლაშა ბექაური: მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.
მისი თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.
ლაშა, ღმერთმა გახაროს და წარმატებები არ მოგაკლოს შენ და ყველა ჩვენს წარჩინებულ თანამემამულეს!”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.