სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან "ვიგინდარების გაყრა", რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა "ქართულ ოცნებას", რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება. როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, 2023 წელს, სენატორი რიში ცდილობდა გამოეყენებინა თავისი გავლენები, რათა პირდაპირი მნიშვნელობით "ცა გადაეკეტა" თვითმფრინავებისთვის მის ოლქში მდებარე 18-ჰექტრიანი რანჩოს თავზე. ანალიტიკოსის თქმით, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ის ამხილეს და უწოდეს კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი.
"სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან "ვიგინდარების გაყრა", რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა "ქართულ ოცნებას", რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება.
როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას.
2023 წელს, აიდაჰოს შტატის სენატორის საარჩევნო შტაბი დაჯარიმდა 4,325 დოლარით იმის გამო, რომ 2020 წლის კამპანიის დროს დროულად ვერ დააბრუნა გადაჭარბებული შემოწირულებები, 58,000 დოლარი.
ამასთან, 2023 წელს, მდიდარი სენატორი რიში ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება და გავლენები, რათა პირდაპირი მნიშვნელობით "ცა გადაეკეტა" თვითმფრინავებისთვის მის ოლქში მდებარე 18-ჰექტრიანი Southwest Boise რანჩოს თავზე. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ის ამხილეს და უწოდეს კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი. როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, საჯარო წყაროებში მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ნამდვილი ვიგინდარობისა და უტიფრობის კონკრეტული დასაბუთებული ფაქტები." - წერს გია აბაშიძე.