თამარ ჩიბურდანიძე: გიგაურისნაირებს რომ უსმენენ დღეს ამერიკაში, იმიტომ აღარ უსმენს მათ ქართველი ხალხი და იმიტომ აღარ აქვს ფასი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ჩვენი  საზოგადოებისთვის

თამარ ჩიბურდანიძე: გიგაურისნაირებს რომ უსმენენ დღეს ამერიკაში, იმიტომ აღარ უსმენს მათ ქართველი ხალხი და იმიტომ აღარ აქვს ფასი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ჩვენი  საზოგადოებისთვის

„26 ოქტომბრამდე გაძლიერებული გარე ჩარევების რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. 

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთი იძულებული იქნება საქართველოსთან მიმართებით შეცვალოს პოლიტიკა და პატივი

სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

„თუკი ორი წლის წინ ჩვენგან ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა ხალხისთვის ცოტათი უხეში იყო, დღეს ყველა ხვდება, რომ უხეში არა ჩვენი სიტყვები, არამედ, ამერიკის პოლიტიკაა საქართველოს მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამჯობინა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნაცვლად, ქართველი ხალხისგან უარყოფილ პოლიტიკოსებს და მათი ენჯეოებს ესაუბროს. ეს

არის სწორედ მათი მხრიდან სტრატეგიული შეცდომა, რომელიც თავად უნდა გამოასწორონ.

გიგაურისნაირებს რომ უსმენენ დღეს ამერიკაში, იმიტომ აღარ უსმენს ქართველი ხალხი მათ. იმიტომ აღარ აქვს ფასი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქართული საზოგადოებისთვის. ეს ცუდია და არავის ეგონოს, რომ ძალიან მოგვწონს, მაგრამ ეს მათი არჩევანია და არა ჩვენი. ქართველი ხალხის არჩევანი კი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსებია, რომლებმაც დემოკრატიაც იციან, პარტნიორობაც და ქვეყნის ღირსების დაცვაც.

26 ოქტომბრამდე გაძლიერებული გარე ჩარევების რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. არჩევნების შემდეგ კი იძულებულნი იქნებიან შეცვალონ პოლიტიკა და პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს. ყველა პარტნიორმა სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის პოლიტიკას წყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება. ჩვენი საზოგადოება კი აგენტებს და საკუთარი ქვეყნის დამსმენებს ხმას არ აძლევს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძემ.