კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აშშ-ში გამგზავრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ზურა გირჩი ჯაფარიძე საიდუმლო მისიით გაემგზავრა აშშ-ში! ანონიმური წყარო პენტაგონიდან გვატყობინებს, რომ აღნიშნული სუბიექტი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შარვალ ჩახდილი უკუსვლით იერიშის, ნოვატორული ტაქტიკის მასტერ კლასებს ჩაუტარებს სამხედრო პირებს და მარცხით სასოწარკვეთილ პოლიტიკოსებს!“, - წერს ხაინდრავა.