ამ წუთებში, ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური, სენატის მოსმენაზე საქართველოს შესახებ, ითხოვს საქართველოსთვის და მისი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, რითაც სენატში მიმდინარე მოსმენაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმიანება.
მისი განცხადებით, სენატის მოსმენების ინიციატორებიც უცვლელად არიან სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, რომლებიც 2013 წლიდან ლობირებენ “ნაცმოძრაობას”, რათა აღნიშნული პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, გადაარჩინონ.
“ამ წუთებში ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური სენატის მოსმენაზე საქართველოს შესახებ, ითხოვს საქართველოსთვის და მისი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას. ზუსტად ისევე როგორც ცოტა ხნის წინათ კონგრესში ანალოგიურ მოსმენებზე ითხოვდნენ ნატა საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე.
სენატის მოსმენების ინიციატორებიც უცვლელია სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, რომლებიც 2013 წლიდან ეწევიან ნაცმოძრაობის ლობირებას მისი როგორც პოლიტიკური ძალის გადასარჩენად.
ჩემი პროგნოზი, რომ ეკა გიგაური ვაშინგტონში ჩავიდოდა ხელისუფლების დამბეზღებლის როლში, სრულიად გამართლდა,” - წერს ანჯაფარიძე.