მთელი ჩვენი მისიის განმავლობაში ჩვენ გვექნება პარტიებთან ურთიერთობა და თუ რა ითქვა მათი მხრიდან ყველაფერი იქნება აღბეჭდილი ანგარიშში,- განაცხადა ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოენ მერფიმ.
„ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით ყველა იმ საჩივრებით, რაც ინება გამოთქმული. წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა სრულად ავსახოთ ყველაფერი ანგარიშში“, - აღნიშნა მერფიმ.
ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს.