ირაკლი კირცხალია ცესკოს თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე: ბულინგის ენა, ზეწოლა, დაშანტაჟება რაც გაერთიანებულია იმ ლიბერალური ფაშიზმის ქვეშ, რითაც დაკავებულია ოპოზიცია, ეს არის ყველაფერი ამის გამოვლინება

ირაკლი კირცხალია ცესკოს თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე: ბულინგის ენა, ზეწოლა, დაშანტაჟება რაც გაერთიანებულია იმ ლიბერალური ფაშიზმის ქვეშ, რითაც დაკავებულია ოპოზიცია, ეს არის ყველაფერი ამის გამოვლინება

ბულინგის ენა, დესტრუქცია, ზეწოლა, დაშანტაჟება ეს ყველაფერი, რაც გაერთიანებულია იმ ლიბერალური ფაშიზმის ქვეშ, რითაც ისინი არიან დაკავებული ოპოზიციიდან, ეს არის ყველაფერი ამის გამოვლინება. ასე, რომ არავის არ უკვირს ამ ადამიანებისგან, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია, ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგს, სადაც მან თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ყველა ასეთი ფაქტი მათ დასკვნებში ობიექტურად აღბეჭდონ.

„ერთადერთი, ჩვენ ამ წინასაარჩევნო პერიოდში მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ თითოეული აი ასეთი ზეწოლის, თითოეული აი ასეთი ბულინგის, თითოეული ასეთი ზიზღის ენის ფაქტები აღბეჭდონ. და ძალიან ვთხოვთ, რომ ობიექტურად აღნიშნონ თავიანთ დასკვნებში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობებზე ისაუბრა.