შალვა პაპუაშვილი - ოთხი წლის წინ „ლელომ“ წარადგინა „მარშალის გეგმა“, ახლა ილიას გეგმა დაარქვეს და მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ესეც უტიფარი თაღლითობის მაგალითია

შალვა პაპუაშვილი - ოთხი წლის წინ „ლელომ“ წარადგინა „მარშალის გეგმა“, ახლა ილიას გეგმა დაარქვეს და მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ესეც უტიფარი თაღლითობის მაგალითია

მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ესეც უტიფარი თაღლითობის მაგალითებს გვაჩვენებს, ფურცელზე ჩამოწერეს საქართველოს ღალატის მტკიცებულებები, ეს არის ქვეყნის ნგრევის, გაღატაკების და ომში შეყვანის რეცეპტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა არის ქვეყნის უკუსვლის რეცეპტი.

„ადამიანი, რომელმაც თავად თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა, ახლა რუსეთზე რომ რამეს ლაპარაკობს, ცალკე საკითხია. ჩვენ თაღლითებისგან რაიმე სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ადამიანს, რომელსაც დადასტურებულად აქვს თაღლითობა ჩადენილი, პოლიტიკაში რომ არის და ხალხს სთხოვს მხარდაჭერას, აბსურდია. მას 640 ათასი აქვს საქართველოს ბიუჯეტისთვის დასაბრუნებელი, ხალხის ვალი აქვს. დააბრუნოს ეს და მერე განაცხადოს თავის პოლიტიკურ პრეტენზიებზე. ადამიანმა საკუთარი ბანკიდან 16 მილიონი გააქრო, შემდეგ მილიარდ ნახევარს ქართველ ხალხს სთხოვდა, რომ საკუთარ ჯიბეში ჩაედო და არბირტაჟმა თავისის დგილი მიუჩინა, მას რომ პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, ეს არის პრობლემა. აღმაშფოთებელია, როცა ილიას გეგმას უწოდებენ საქართველოს განადგურების, ომში შეყვანის და ეკონომიკური კოლაფსის გეგმას. ოთხი წლის წინ მარშალის გეგმა იყო, ახლა ილიას გეგმა დაარქვა, ოღონდ იგივე გადმოიტანა. მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ესეც უტიფარი თაღლითობის მაგალითებს გვაჩვენებს. მათ ახლა უკვე ფურცელზე ჩამოწერეს საქართველოს ღალატის მტკიცებულებები. წერია გეგმაში, როგორ უნდა შეიყვანონ ომში ქვეყანა, გააღარიბონ გლეხები, ჩაკეტონ საზღვრები. ეს არის ქვეყნის ნგრევის, გაღატაკებისა და ომში შეყვანის რეცეპტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.