მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ისაუბრებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე და იმ კვალზე, რომელიც დავით კეზერაშვილამდე მიდის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით, სწორედ ამიტომ არ უნდათ რადიკალურ „ენჯეოებს“ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება.
„ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი - ეს პირდაპირ ბატონი კეზერაშვილის სიტყვებია, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთ ტელევიზიას. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც არ აწყობთ რადიკალურ „ენჯეოებს“, რომ გასაჯაროვდეს მათი ფინანსები და რატომ არ აწყობთ მათ გამჭვირვალობის ქართული კანონი და რატომ არ აწყობთ მათი ფინანსების დეკლარირება“, - აცხადებს მაჭავარიანი.