ბლოგერი ნიკა გაბელია რადიკალებზე: მათი მიზანია, ბულინგით შექმნან ისეთი გარემო, რომ ადამიანებმა საკუთარი პოზიცია აღარ დავაფიქსიროთ. 9 წელი მმართველობაში იყვნენ და ბულინგი კი არა იარაღებითა და კეტებით გვირტყამდნენ, არ შემშინებია

მათი მიზანია, ბულინგით შექმნან ისეთი გარემო, რომ ადამიანებმა საკუთარი პოზიცია აღარ დავაფიქსიროთ. 9 წელი მმართველობაში იყვნენ და ბულინგი კი არა იარაღებითა და კეტებით გვირტყამდნენ, არ შემშინებია, - განაცხადა ბლოგერმა, ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ამაზე ცუდი არაფერია, როდესაც ადამიანს მოღალატე ჰქვია - ამაზე დიდი რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში და ამას რომ გაბრალებენ, ცდილობენ, რომ წყობილებიდან გამოგიყვანონ, მაგრამ ყოჩაღ მათ, ყველას, ჩვენი პარლამენტის წევრები იყვნენ თუ ვისთანაც მივიდნენ, ვიდეოთი, საშინელებები უთხრეს, ისე გასცეს პასუხი მოთმინებით, როგორც საჭიროა.

გაბედონ და მომხრეებთანაც მოვიდნენ, თუ მაგარი გოგოები და ბიჭები არიან, მაგრამ ვერ იზამენ. იციან, ისეთ ადამიანთან მიდიან, რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვთ და ეს არის მათი მიზანი, რომ ამ ბულინგით შექმნან ისეთი გარემო, ადამიანებმა საკუთარი პოზიცია აღარ დავაფიქსიროთ, რადგან გვეშინოდეს ბულინგის. 9 წელი მმართველობაში იყვნენ და ბულინგი კი არა იარაღებითა და კეტებით გვირტყამდნენ, არ შემშინებია“, - აღნიშნა ბლოგერმა.