კეზერაშვილის ახალი ეპიზოდი გახდა ცნობილი და დადასტურდა. ამ გამოძიებაში ჩართულია „ევროჯასტი“ „ევროპოლი“ და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის დაფინანსების წყაროები, რითაც იკვებება ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იკვებება იმ ფულით, რომელიც მოპოვებულია ქართული ჯარის ძარცვით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
„ახლა ვხედავთ, რომ მოპოვებულია უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად. ე.წ. შავი ფული, რომელიც საქართველოში შემოედინება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ დადასტურებულად ჩაირიცხა თანხები კონკრეტული პიროვნებების, კეზერაშვილის ოჯახის წევრების და მის პირად ანგარიშზე, ეს უკვე დადასტურებულია სამართლებრივად.
ეს ცხადყოფს იმ ბოროტების დიდი მანქანის ახალ საცეცებს, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს, როგორც ხელისუფლების ძირის მორყევა. ასევე ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობენ უკვე რამდენიმე წელია. სწორედ იმ შავი ფულის გათეთრების შედეგად, რომელიც შემოედინება და მათ შორის ერთ–ერთი წყარო უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.