საქართველოში თუ რამე გაკეთებულა ევროკავშირთან დაახლოებისთვის და ამ პროცესის განხორციელებისთვის, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ განხორციელდა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
„დასავლეთში დღეს მოქმედი ძალები არ ასახავენ და არ ნიშნავენ მთლიანად დასავლურ ცივილიზაციას და ევროპულ პოლიტიკურ მიდგომას. ამის ნათელი მაგალითი არის ერთი ფაქტი, რომელიც დასავლეთში თუნდაც ტერაქტების მოწყობის სახით განხორციელდა. ამ ძალების იგივე „გლობალური ომის პარტიისთვის“ მიუღებელი პოლიტიკური ლიდერების გასანეიტრალებლად.
მსგავსმა ადამიანებმა დამნაშავე სააკაშვილი პოლიტპატიმრად შერაცხეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს.
ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ საქმე არამხოლოდ არაობიექტურობასთან გვაქვს, არამედ ეს არის მიზანმიმართული პირდაპირი მცდელობა იმის, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეიცვალოს არა ლეგიტიმური, არამედ არალეგიტიმური მეთოდებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.