წინასაარჩევნოდ რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ამ საკითხზე „იმედის კვირასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
„ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი ლეგიტიმაცია. ამაში დაინტერესებული არ არის რადიკალური ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერი საერთაშორისო, ე.წ. ომის პარტია და ამიტომ ისინი გამუდმებით პედალირებენ, რომ როგორმე წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ. ასეთ დროს გარკვეული ძალები ნებისმიერ ნაბიჯზე შეიძლება წავიდნენ. როგორც ჩანს, ამაზე გარკვეული ინფორმაციაც არსებობს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.