ირაკლი კობახიძე: ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები

ირაკლი კობახიძე: ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები

პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება  წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.

„ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები“, -  განაცხადა პრემიერმა.