საფეხბურთო კლუბი "მილანი", თბილისში, 21 სექტემბერს “მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის გასამართ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ბანერს აქვეყნებს.
მიხეილ მესხის სტადიონზე, იტალიური „მილანის“ ლეგენდები საქართველოს ლეგენდების ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ.
"ლეგენდები მიდიან საქართველოში, მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში მოგზაურობას!" - აღნიშნულია "მილანის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
https://www.facebook.com/share/p/RmvDXFCVcWmF43R1/?mibextid=WC7FNe