ეს გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.
„დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რადგან B ჯგუფში არცერთი გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება ძალიან კარგია“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.