მნიშვნელოვანი იყო, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ როგორ დავიწყებდით თამაშს. ჩემი აზრით ამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.
„გულშემატკივარი ყოველთვის მეტს ითხოვს, ყოველთვის გამარჯვება უნდათ. ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ჩვენც გვინდა განვითარება, ჩვენც გვინდა თამაში მოვიგოთ. ჩემი აზრით შემდეგი თამაში ალბანეთთან უფრო რთული იქნება, რადგან გასვლაზე ნაკრებისთვის თამაში მარტივი არასდროს არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.