თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას!
გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!
მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!
დიახ, გამარჯვება ჩვენია!
სულ გამარჯვებები საქართველო!“, - წერს იგი.
4:1 - ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.