ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ(57 კგ). მან ფინალი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ, უნგრელ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.