ბიძინა გიორგობიანი: როგორც ჩვენ ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი „პროქსი“ პარტიები, საარჩევნო კამპანიას არც კი აწარმოებენ, პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე და ტყუილებზე

ბიძინა გიორგობიანი: როგორც ჩვენ ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი „პროქსი“ პარტიები, საარჩევნო კამპანიას არც კი აწარმოებენ, პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე და ტყუილებზე

როგორც ჩვენ ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი „პროქსი“ პარტიები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას არც აწარმოებენ, პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე და ტყუილებზე, გადავიდნენ იმის მცდელობაზე, რომ მათ სურთ წინასწარი გარკვეული ფონის შექმნა არჩევნების შემდეგი რევოლუციური სცენარისთვის - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„ეს პარტია და მისი მოკავშირეები საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც ძალადობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე და ქართველ ხალხზე მაშინაც, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და როგორც ვხედავთ ამ ძალადობას აგრძელებენ დღესაც.

ნახეთ დღევანდელი ტრაგედია, ამ პოლიტიკური ძალისგან მსგავსი ნაბიჯები და ქმედებები ყოველთვის მოსალოდნელია, ეს არის დაუსრულებელი თუ სამართლებრივად არ დაედო ამას ზღვარი.

ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საერთოდ იმ დასავლეთში, რომელიც ჩვენთან რაღაც გაფეტიშებული იყო ამ წლების განმავლობაში, უამრავი პარტიაა აკრძალული.

ეს არ არის რაღაც ახალი გამოგონება, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარი მოქმედების ერთადერთ გზად აღიარებს რევოლუციას, გადატრიალებას, ტერორს, მოქალაქეებზე ძალადობას, ბულინგს და კიდევ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ უამრავ ნაბიჯს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.