ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: პარლამენტში არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი იარაღი არის ბოიკოტი, სხდომებიდან გავარდნა და სასესიო დარბაზში შხამების მოსხმა

ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: პარლამენტში არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი იარაღი არის ბოიკოტი, სხდომებიდან გავარდნა და სასესიო დარბაზში შხამების მოსხმა

პარლამენტში არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი იარაღი არის ბოიკოტი, სხდომებიდან გავარდნა და სასესიო დარბაზში შხამების მოსხმა, ეს არის კრიმინალური ჯგუფი, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

„არსებობს სახელისუფლებო პარტია, რომელმაც წარმოადგინა საინტერესო პროგრამა. ამის გარდა, სხვა არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია მომავლისათვის განკუთვნილი პროგრამა და არც ახალი პოლიტიკური დისკუსია არ შემოუტანია პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური ჯგუფები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ამომრჩეველზე ძალადობს.

საქართველოში ოპოზიცია რომ არ არის და პოლიტიკური მოძრაობა, („ნაციონალური მოძრაობა“ ) რომელიც გამოირჩევა ექსტრემიზმით და არის ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა, ეს არის ქვეყნის ტრაგედია. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფარგლებს გარედან, მოქმედებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მითითებებით და დღესაც იმავეს აგრძელებს, როდესაც აღარ იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ, სხვა პოლიტიკური პარტიები გამოვლენ ველზე“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.