თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი სოფელ გეგუთში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და მომხდარს კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგს უწოდებს.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგი, რომელმაც ჩვენი გუნდის წევრი, ერმილე გიგიაძე იმსხვერპლა გეგუთში.
მისი გარდაცვალების მიზეზი ზიზღის, სიძულვილის, ბულინგის ნაცური პროპაგანდა გახდა.
ამ ნაცისტური პროპაგანდის პრევენციის მიზნით, ჩვენმა გუნდმა არაერთხელ მიმართა, მათ შორის დონორებს, რომლებიც ხშირად ირიბად, მაგრამ ფაქტია, ამ სიძულვილის კამპანიის დამფინანსებლები არიან.
მომხდარს ვეღარაფერი გამოასწორებს, მაგრამ ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა იქცეს ნათელ მაგალითად, როგორ კლავს ნაცების ნაცისტური პროპაგანდა და რაზეა წამსვლელი კოლექტიური ნაცმოძრაობა!!!
ეს უნდა იყოს ნათელი მაგალითი საზოგადოებისთვის !
ნაცმოძრაობა და მისი განშტოებები ფაშისტური მენტალიტეტით, აუცილებლად მალე დასრულდებიან ქართულ პოლიტიკაში!“ - აღნიშნავს გივი ჩხარტიშვილი.