საფრანგეთში 80-ზე მეტმა მემარცხენე დეპუტატმა ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას ხელი მოაწერეს.
იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული ინიციატივით პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად 7 ივლისის არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მემარცხენე კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მემარცხენეებმა პირველი პირის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში ძალისმიერი გადატრიალების უპრეცედენტო მცდელობად შეაფასეს.
იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კანცელარია 11 სექტემბერს განიხილავს. ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის თაობაზე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პეტიციას უკვე 200 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.