ზურაბ ქადაგიძე:

ზურაბ ქადაგიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში

"ნაციონალური მოძრაობა" ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს, სადაც ის ამბობს, რომ როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას.

მისივე თქმით, სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, "ნაციონალური მოძრაობის", როგორც ბოროტების პარტიის გასამართლება.

"გუშინ გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება და დღეს, ნაც-მოძრაობის  ნაძირალა წარმომადგენელმა ადამიანი იმსხვერპლა!

სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც ბოროტების პარტიის
გასამართლება.

ხელისუფლებაში იყვნენ და იარაღით კლავდნენ, ოპოზიციაში არიან და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ბულინგით აუბედურებენ ადამიანებს. 

ნაციონალური მოძრაობა ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია  ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში.

როგორც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი აღიგავა პირისაგან მიწისა გერმანიაში, ასევე უნდა გაქრეს და გადაშენდეს ეს ბოროტების სექტა
საქართველოში!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მერაბ.g 2020 წლის არჩევნების წინზუგდიდის რომელიღაც სკოლის დირექტორი გაატავისუფლეს სამსახურიდან სკოლის შენობაში უკიდურესი ანტისანიტარიის გამო და ამაზე მეცოცხეებმა ამბავი ატეხეს? ქალი მოკლესო! ახლა, როცა ადამიანს აგინეს, ლანძღეს, აგინეს, დაემუქრნენ და ამის ნიადაგზე ის წამიერად იქვე გარდაიცვალა, არაფერი? იურისტების აზრით ეს სისხლის სამართლის დანასაულია!
თუ ხელისუფლებას არ უნდა მსგავსი უმსგავსობები გაგრძელდეს, სამართებლივი შეფასება უნდა მისცეს მომხდარს!
2 თვის უკან