ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შემთხვევები - ყოველთვის „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან დგას რომელიმე რადიკალური „ენჯეო“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია

ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შემთხვევები - ყოველთვის „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან დგას რომელიმე რადიკალური „ენჯეო“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დავით მათიკაშვილთან დაკავშირებით მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„გრძელდება მათი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ აღშფოთებული მოქალაქე იყო, თუმცა 100-ვე პროცენტის შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ყოველთვის ამ „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან დგას რომელიმე რადიკალური „ენჯეო“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი რიგით მოქალაქედ გაასაღა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე იყო. დეპუტატის თქმით, რადიკალი მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა, ამას კი ტელეფონით, შველიძის მეუღლე იღებდა. დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალიზმი ღუპავს ადამიანს, ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც წყალტუბოში მოხდა.