ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით. იციან, რომ თუ კანონს მხარს დაუჭერენ, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებენ, მაგრამ დაიტუქსებიან უცხოელი უფროსებისგან

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით. იციან, რომ თუ კანონს მხარს დაუჭერენ, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებენ, მაგრამ დაიტუქსებიან უცხოელი უფროსებისგან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა მიზეზით, რათა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

მისი თქმით, იციან, რომ თუ შევლენ პარლამენტში და კანონს მხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებენ, მაგრამ დაიტუქსებიან თავიანთი უცხოელი უფროსებისგან.

„ჩემი დაკვირვებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ამომრჩევლის და ოპოზიციის ამომრჩევლის სრული თანხვედრაა, ეს არის ამ თემის გარშემო. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული.

ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ თუ შემოვლენ პარლამენტში და ამ კანონს მხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებენ, მაგრამ დაიტუქსებიან თავიანთი უცხოელი უფროსებისგან. თუ შემოვლენ და არ დაუჭერენ მხარს, მაშინ შეაქებენ თავიანთი უცხოელი უფროსები, მაგრამ დაკარგავენ თავიანთ ამომრჩეველს.

შესაბამისად, სხვა გზა არ ჰქონდათ დარჩენილი და რაღაცები მოიფიქრეს, თითქოს სხვა თემების გამო იმყოფებიან ბოიკოტში. რეალური მიზეზი ეს არის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის პრევენციის მიზნით ინიციირებული კანონპროექტის განხილვებზე რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი კი, ვინც საპარლამენტო განხილვებს ესწრებიან, ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.