სალათა ხორცითა და ლობიოთი

სალათა ხორცითა და ლობიოთი

ინგრედიენტები

700   გრამი ქათამი

100   გრამი შაშხი

200   გრამი კარტოფილი

100   გრამი მოხარშული პარკი ლობიო

2   ცალი მოხარშული კვერცხი

150   გრამი ვაშლი

100   გრამი კიტრის მწნილი

150   გრამი მაიონეზი

250   გრამი სალათის ფოთლები

ოხრახუში

პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადებ

ქათამი მოვხარშოთ, გავაციოთ თავისსავე ბულიონში და გავაცალოთ რბილობი.

კარტოფილს დავასხათ ცივი წყალი, მოვხარშოთ კანიანად, გავაციოთ და გავაცალოთ კანი.

სალათის ფოთლები და პარკი ლობიო დავჭრათ 2-3 ნაწილად, კარტოფილი, ქათმის ხორცი, შაშხი, კვერცხი, ვაშლი და კიტრის მწნილი დავჭრათ ნაჭრებად, დავუმატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.

სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ ოხრახუშის ღეროებით, ქათმის ხორცითა და კვერცხის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!