ზურაბიშვილის კი არა, აგენტურის არც ერთის არ გვეშინია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ეშინია თუ არა „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი აქვს.
„მას დასავლელ პარტნიორებთან კი არ აქვს მჭიდრო კავშირი, მას მჭიდრო კავშირი აქვს რეალურად თავის პატრონებთან. როცა „ტვ პირველი“ „მთავარი არხი“, აღშფოთებული „ფორმულა“, ფსევდოლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ლგბტ პროპაგანდის რეალური მხარდამჭერები, სალომე ზურაბიშვილი, აგენტურული ოპოზიცია სიტყვებსაც კი არ ცვლიან ხანდახან და ერთი და იგივე მესიჯბოქსით ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს, ყველას ერთად ჰყავს ერთი პატრონი და ეს მარტივად იშიფრება.
როდესაც ამ პატრონის ხელდასმით ის რაღაცას აკეთებს, მაშინ შეირგოს სიტყვა აგენტიც, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ, იშიფრება. რასაც ლაპარაკობს „ნაცი“, მორე „ნაცი“ - გვარამიას პარტია, მესამე „ნაცი“ - მისი რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძე, მეოთხე „ნაცი“ – „ნაცთან“ მოღალატე გახარია, იგივე სიტყვებით რომ დაიწყებს ლაპარაკს, შეეგუოს იმას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ აღვნიშნავთ - ის არის აგენტურული ოპოზიციის ნულოვანი რეპუტაციის, ნულოვანი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი.
აგენტს იმიტომ ვეძახით, რომ აგენტია. შეშფოთება სად შეგვატყვეთ? კრიტიკა შეშფოთების მხილების საფუძველია? აი, თქვენი ტყუილი რაში იშიფრება - შეშფოთება არის ემოცია, კრიტიკა არის ჩვენს მიერ ნაწარმოები, შემდგარი ფაქტი. ანუ კრიტიკა შეშფოთების საფუძველია? რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის კი არა, აგენტურის არც ერთის არ გვეშინია. შეშფოთება რა მომენტში შეგვატყვეთ, ეს რომ დაასკვენით? თქვენ ამას მე კი არ მეკითხებით, კამერის წინ ლაპარაკობთ. წინასწარვე გეუბნებით, კიდევ რომ ილაპარაკებთ, ისიც ტყუილი იქნება, რომ იტყვით შეშფოთებული და შეშინებულია „ქართული ოცნებაო“. თქვენ ამ მომენტში იტყუებით და წინასწარ დაგიანონსებთ - კიდევ მოიტყუებით“, - მიმართა მან ოპოზიციური მედიის წარმომადგენელს.