ეძგვერაძე დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფას აყენებდა - გინდათ,  თქვენი პროპაგანდის მსხვერპლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება „ჭყიპინათი“ გადაფაროთ 

ეძგვერაძე დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფას აყენებდა - გინდათ,  თქვენი პროპაგანდის მსხვერპლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება „ჭყიპინათი“ გადაფაროთ 

ყველა "აღშფოთებული მოქალაქის" უკან აღმოჩნდება ხოლმე "ნაცმოძრაობის" ბინძური აქტივისტი - ეს პროპაგანდა კლავს, ამ პროპაგანდამ მოკლა გუშინ ერმილე გიგიაძე. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ასეთი ვითომ აღშფოთებული მოქალაქე აღმოჩნდება, იქ არის მატყუარა "ნაცი", რომელიც ძალით იბრაზებს თავს, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

 მისი თქმით, რამდენჯერაც ყველაფერ ქართულს რუსულს დაუძახებენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამის უკან დგას მატყუარა „ნაცი“ ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი.

„რამდენჯერაც სიტყვა "რუსულს" ახსენებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მატყუარა "ნაცი" - ასე შეიძლება გავშიფროთ ყველა მატყუარა "ნაცი", რომლის პროპაგანდა კლავს ერმილე გიგიაძეს, თედო გობეჯიშვილს და ა.შ. ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვითომ აღშფოთებული მოქალაქე არის სინამდვილეში მატყუარა "ნაცი" და გავშიფროთ ასე, ვიცოდეთ, ჩვენო მოქალაქეებო, რამდენი "რუსული ხელისუფლება", "რუსული კანონი", "რუსული საქმე", ეძახიან ყველაფერს ქართულს, იმდენი არის მატყუარა "ნაცი" ამ ყველაფრის უკან ან ამ პროპაგანდის მსხვერპლი და არა აღშფოთებული მოქალაქე, როგორც ამ ყველაფერს ბინძური ტელევიზიები წარმოაჩენენ ხოლმე.“ -  განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ირაკლი ეძგვერაძის, იგივე „ჭყიპინას“ დაკავებას ოპოზიციაზე ზეწოლად წარმოაჩენენ, ისინი ცდილობენ, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი გადაფარონ. მდინარაძის თქმითვე, ეძგვერაძე დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა პოლიციელებს და როდესაც ის პროპაგანდის შედეგად გარდაცვლილებზე - გიგიაძესა და გობეჯიშვილზე საუბრობს, „ჭყიპინას“ ხსენება უადგილოა.

 

„როცა ცდილობთ, რომ პოლარიზაციას გადააბრალოთ ეს ყველაფერი, პოლარიზაციაც ეს არის, ფაშიზმიც ეს არის, ნეოფაშისტური, ფსევდოლიბერალური პროპაგანდაც ეს არის, "რუსულს" რომ ეძახით ყველაფერს სიცრუის ტირაჟირებით - ეს პროპაგანდა კლავს. ეძგვერაძეს და "ჭყიპინებს" თავი დაანებეთ, ეძგვერაძე არაფერ შუაშია, მე ერმილე გიგიაძეზე გელაპარაკებით და თქვენ "ჭყიპინაზე" მელაპარაკებით, რომელიც სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა პოლიციას. წარმოიდგინეთ, თქვენი პროპაგანდის მსხვერპლზე, ერმილე გიგიაძეზე გელაპარაკებით, თქვენი პროპაგანდის მსხვერპლზე ოთხი წლის წინ - თედო გობეჯიშვილზე გელაპარაკებით და ეძგვერაძეო, ეძგვერაძე კი არა, ეს არის თქვენ მიერ სიაში ჩასმული "ჭყიპინა", წარსულში სისხლის სამართლის დანაშაულში ბევრჯერ მხილებული ადამიანი როგორც ვიცი და თუ მეშლება უკაცრავად, რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ როგორც ვიცი, სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში უშლიდა ხელს და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ახლა, გინდათ, "ჭყიპინათი" თქვენი პროპაგანდის მსხვერპლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება გადაფაროთ და არ გადაგაფარვინებთ.“ - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.