არანაირი კაცობაში, არანაირ მორალში, არაფერში ზის ასეთი ამორალურობა, რაც მან იკადრა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ლაშა ბაქრაძე ინტელიგენციის კი არა, არაკაცების წარმომადგენელია, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი იკადრონ.
„ამ არაკაცების სიაში წერია ძალიან დიდი ნაწილი იმ ფსევდო ლიბერალური ოპოზიციის თუ ფაშისტური ოპოზიციის თუ ასეთი ქმედებების ავტორების, როგორსაც წარმოადგენს ლაშა ბაქრაძე.
არ შეიძლება, არანაირ კაცობაში, არანაირ მორალში, არაფერში ზის ასეთი ამორალურობა, რაც მან იკადრა. ცოტა სხვა პასუხს იმსახურებს, მაგრამ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს უბრალოდ დააზიანებს დღეს საქართველოში პროცესებს.
უბრალოდ, მაგ კაცს, მაგ სიტყვებისთვის რაც ეკუთვნის, კაცურად, ბიჭურად, მორალურად, ვერასდროს მოვუწოდებ ვერავის, რომ ასეთი პასუხი გასცეს და პირიქით, მოვუწოდებ, რომ უბრალოდ გავატაროთ და აღვნიშნოთ სიტყვით, რომ მაგისი პასუხი არის შეუსაბამო ყველაფერთან, რაც შეიძლება მაგ კაცს ეკუთვნოდეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.