გივი მიქანაძე: 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია

გივი მიქანაძე: 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია

საზოგადოებისთვის, სამართლიანი არჩევნების, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებელი და რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის, მხრიდან მსგავსი მიკერძოებული მიდგომა გასაკვირი არ არის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი  წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში.

მისი განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია, დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას და მთელი რესურსით მობილიზებულია მმართველი გუნდის დისკრედიტაციაზე.

„ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას, განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულში, როდესაც სხვებთან ერთად გამართულ მიტინგზე შეუერთდა ხელისუფლების გადადგომის, ტექნიკური მთავრობის დანიშვნისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ორგანიზაციის ასეთ მიდგომას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გაითვალისწინონ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩამოყალიბდა მხარედ და არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.