პრემიერ-მინისტრის განცხადებებს წინასაარჩევნო საფრთხეებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციისგან პროვოკაციული ქმედებები უცხო არ იქნება
„ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ შესაძლო ტერაქტის განხორციელების ფაქტზე. ყველა მიმართულებით სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან, რომ დაიცვან ჩვენი საზოგადოება მსგავსი რადიკალიზაციისგან და ნურავის წაუცდება ხელი და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელების მიზნით ნუ შეეცდება დავალების შესრულების ჭრილში რაიმე მსგავსი რადიკალიზმის და კრიმინალური ქმედების ჩადენას“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.