რადიკალებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აგებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს, - აცხადებს გივი მიქანაძე. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი დასტურია ინფორმაცია, რომელიც ეკა გიგაურისა და ახალგაზრდების შეხვედრის შესახებ გავრცელდა.
„ვიცით, რომ ეკა გიგაური ესაუბრებოდა ახალგაზრდებს დახურულ სივრცეში იმის თაობაზე, რომ არჩევნები წაგებულია და აუცილებლად უნდა მოემზადონ საპროტესტო აქციებისთვის. მათი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობები, რომ განავითარონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, - მიიჩნევს მიქანაძე.