„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და განმარტავს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ 26 ოქტომბერს არჩევანი გაკეთდება LGBT პროპაგანდის აკრძალვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სასარგებლოდ, ოპოზიცია მის გაყალბებულად გამოცხადებას მოითხოვს. თუმცა, როგორც ქართველიშვილი წერს, თუ არ იქნება საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან მცირერიცხოვანი მარგინალური ძალების მხარდაჭერა, საქართველო შეძლებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების გადალახვას.
"იმნაირთა" კონფერენციის გამოუქვეყნებელი კომუნიკედან მოკლე ამონარიდი: "თუ 26 ოქტომბერს არჩევნებში დაფიქსირდა ხმის მიცემა:LGBT პროპაგანდის აკრძალვის, მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების სასარგებლოდ, შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ არჩევნები გაყალბდა. ვინაიდან ქართველი ხალხის 85% მხარს უჭერს NATO-ში ინტეგრაციას, მზადაა უარი თქვას ამის ხელისშემშლელ ფაქტორებზე - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სახით, ეჭვი არ ეპარება მიხეილ სააკაშვილის გმირობაში აგვისტოს ომის დროს, უხერხულად გრძნობს თავს უკრაინის წინაშე რუსეთთან ომში მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო და მხარს უჭერს ქვეყანაში გენდერულ მრავალფეროვნებას და LGBT თემის უფლებების დაცვას საკონსტიტუციო დონეზე. ქართველი ხალხის ამ საუკუნოვანი ნანატრი მიზნების აღსრულების წინააღმდეგ დგას მხოლოდ მცირერიცხოვანი 15%-იანი მარგინალი-რუსეთუმეების ბრბო, რომელიც ადვილად დამარცხდება არჩევნებში, თუკი მათ გაყალბებას არ დაუშვებს საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობა თავისი მიუკერძოებელი ობიექტური და სამართლიანი დამკვირვებლების მეშვეობით" (თბილისი, 2024 წლის 4 სექტემბერი)" - წერს დავით ქართველიშვილი.