ინგრედიენტები
600 გრამი ნადუღი
10 ცალი სულგუნის ფირფიტები
გემოვნებით პიტნა
გემოვნებით მარილი
სურვილისამებრ დაღერღილი წიწაკა
მომზადება
ჯამში მოათავსეთ ნადუღი დაუმატეთ გარეცხილი და წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები, მარილი და დაღერღილი წიწაკა კარგად აურიეთ.
სულგუნის ფირფიტები გაჭერით ორ ნაწილად დადეთ თითოზე ნადუღის მასა და გადაახვიეთ კონუსისებურად.