ბრედ პიტის და ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

ბრედ პიტის და ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

23-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჯორკ კლუნი და ბრედ პიტი ერთად მორიგ ფილმში მონაწილეობენ — ჯონ ვატსის ფილმის Wolfs პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

ფილმი პროფესიონალ "საქმის მომგვარებლებზეა", რომლებსაც ადამიანები გამოუვალი მდგომარეობების სუფთად, უპრობლემოდ მოსაგვარებლად უკავშირდებიან. ჯორჯ კლუნის და ბრედ პიტის პერსონაჟების გზები მოულოდნელად იკვეთება, როცა თავიანთი სურვილების საწინააღმდეგოდ ერთად დაევალებათ მუშაობა.

ფილმმა კინოფესტივალზე 5-წუთიანი უწყვეტი ოვაცია დაიმსახურა. ფილმის ჩვენებას ქეით ბლანშეტი და ბენედიქტ ქამბერბეჩიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მსახიობთა წყვილს წარმატება პირადად მიულოცეს. როგორც ცნობილია, ფილმის რეჟისორმა პრემიერაზე დასწრება ვერ მოახერხა, რადგან იტალიაში ჩამოფრენის შემდეგ კოვიდ-19 დაემართა და რეაბილიტაციის პერიოდს გადის.