ბექა დავითულიანი: სალომე ზურაბიშვილი როცა ცდილობს, შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, მისთვის ნამდვილად კოშმარი ვიქნებით

ბექა დავითულიანი: სალომე ზურაბიშვილი როცა ცდილობს, შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, მისთვის ნამდვილად კოშმარი ვიქნებით

კითხვის ნიშნის ქვეშ არაფერი დგას, ქვეყნის საგარეო ვექტორი უცვლელია, საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და დიახ, დღეს ყველასთვის კოშმარი ვიქნებით, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენაში, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს გვიშლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს.

„სალომე ზურაბიშვილი დღეს, როდესაც ცდილობს, შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, მისთვის კოშმარი ნამდვილად ვიქნებით. ამ კოშმარს ნამდვილად ავუხდენთ და ჩვენ გავხდებით ის ძალა, რომელიც ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, გადავარჩენთ ამ ქვეყანას, დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც გააჩნია, გავიყვანთ სამშვიდობოზე და მივალთ ევროკავშირის კარამდე“, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა – ოცნება“.