დამოუკიდებლობა ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, ისინი უბრალოდ არიან უცხოური აგენტები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როდესაც მოდიოდა მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება არ ითვალისწინებდა, რადგან იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია, რაც ნათლად მიუთითებს პირდაპირ კომუნიკაციაზე. „მუდმივად ასე ხდებოდა, როცა ომის თემებს ეხებოდა საუბრები, როცა სანქციების დაწესებას, ან თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სულ ასე იყო, მოდიოდა რაღაც მოთხოვნა, არ ვაკეთებდით, რადგან ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს კი ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია და ქუჩაში ითხოვდნენ იმავეს. აქ ჩანს, რომ არის პირდაპირი კომუნიკაცია. არავითარი დამოუკიდებლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, უბრალოდ ისინი არიან უცხოური აგენტები, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ხაზარაძის სიტყვებით რომ ვისაუბროთ,"- განაცხადა პრემიერმა.