მე ყველას მოვუწოდებ, ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის სახელმძღვანელო, ახლა როცა ეუთო/ოდირის დასკვნა არ მოეწონათ, ხან ისფედის და ხან ვის დასკვნას იშველიებენ.
მან ყველას მოუწოდა, რომ იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით.
„ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა შემდეგი, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ სცეს პატივი იმას, რაც ეუთო/ოდირმა თქვა ზეპირი თუ წერილობითი ანგარიშით და ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. თუკი ვინმეს აქვს რაიმე ეჭვი არჩევნებთან დაკავშირებით, ვხედავთ რომ მიდის გასაჩივრების პროცესები, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ეს პროცესები და თუკი ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ამ ეჭვის საბუთები შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ და ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა საარჩევნო კომისიების, სასამართლოს თუ პროკურატურის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.