შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, შეგიძლიათ ყოველდღე სარკეში დაინახოთ

შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას: ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, შეგიძლიათ ყოველდღე სარკეში დაინახოთ

ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტში არის, შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველდღე, - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.

„როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში, ეს არის სიყალბე. თქვენი საქციელი ამ პარლამენტში ყოფნის, პირველ რიგამდე რომ მოაღწიეთ, არის სიყალბე. გილოცავთ, კარგ საზოგადოებაში ზიხართ. რაც შეეხება სიყალბეს, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყავით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

30 აგვისტოს გიორგი გახარიამ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ახალი წევრი წარადგინა. გიორგი გახარიას გუნდს თეონა აქუბარდია შეუერთდა.

მერაბ.g ამაზე დავწერე უკვე: აქუბარდია ჯერ ცაშაძეს რომ ცაეხსნა და ახლა გახარიას შეუერთდა ესაა სიყალბე და პაპუაშვილი, რომელიც 15 წელი ენჯეო რომ იყო და ახლა მათ ებრძვის, მიშასდროინდელ აქტივისტებთან მიქანაძესთან, ოდისარიასთან და ათეულობით სხვასთან ერთად, ეს არაა ღალატი და ზნედაცემულობა??? სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავთ, საკუთარ ტანში დირეს რატომ არ იმჩნევთ?
2 თვის უკან