ირაკლი კობახიძე - ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, განსხვავებული ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება

ირაკლი კობახიძე - ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, განსხვავებული ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება

ISFED-მა ვეღარ მოახერხა ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დანამატი. 

„მთლიანად ოპოზიცია ხავს ეჭიდება, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ ახალ, გაუყალბებელ პივიტის. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს თავიდან ბოლომდე აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" უბრალოდ დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.