გია აბაშიძე: სამარცხვინო პარლამენტარ პავილიონისის თუ ფსევდოპრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, პრიმიტიულად იდენტურია - როცა ესა თუ ის

გია აბაშიძე: სამარცხვინო პარლამენტარ პავილიონისის თუ ფსევდოპრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, პრიმიტიულად იდენტურია - როცა ესა თუ ის "ნაცპერსონაჟი" ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე "მესიჯს"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ლიეტუველი პარლამენტარის ჟიგიმანტას პავილიონისის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ იდენტურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მათ "თუთიყუშობანას" სიბრტყეში მყოფებს უწოდებს.

კერძოდ, აბაშიძის თქმით, საქართველოში დესტრუქციის მოსურნე პირების მიერ გაკეთებული ერთნაირი განცხადებები "ქართული ოცნების" კოშმარად ქცევის შესახებ, მათ უუნარობაზე მიუთითებს.

"აგენტოკრატიის გზავნილების რეტრანსლატორების განცხადებები, იქნებიან ეს ლიეტუველი სამარცხვინო პარლამენტარი პავილიონისი თუ ფსევდოპრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრიმიტიულად იდენტურია - ჰგონიათ რომ დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ თუთიყუშობანას სიბრტყეში არიან.

როცა რეპუტაციაშელახული ესა თუ ის ნაცპერსონაჟი ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე 'მესიჯს', მაგალითად, "კოშმარად ქცეული" ხელისუფლება, "გაყალბებული" არჩევნები", "ნეპოტიზმი" ცესკოში, "მიტაცებული" მართლმსაჯულება", ეს ვარიაციებში მის უუნარობაზე და უვარგის სპიკერობაზე მიუთითებს. სწორედ ასეთნი არიან საქართველოში დესტრუქციის მოსურნე სუბიექტები. მუდმივად გამეორებული მავნებლური სიტყვებით, ტერმინებით საკუთარ თავს კიდევ უფრო ასამარებენ, რადგან დამარწმუნებლობაში მათი ეფექტურობა ნულს ქვემოთაა, სამაგიეროდ სერტიფიცირებულ, ბოროტ ჯამბაზებად იქცნენ." - წერს აბაშიძე.