თურქეთში ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს დაესხნენ თავს

თურქეთში ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს დაესხნენ თავს

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის 15 წევრი, ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხა. ინციდენტი ქალაქ იზმირში მოხდა.

იზმირის გუბერნატორის ცნობით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები, კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ. სიტუაციაში პოლიციის ჩარევის შედეგად, 15-ვე თავდამსხმელი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ინციდენტი, თურქეთში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ახლა უსაფრთხოდ არიან.