მამუკა მდინარაძე: როდესაც ყველაფერ ქართულს ეძახიან რუსულს, ქართულ კანონებს, ეროვნულ ნაბიჯებს ეძახიან რუსულს, ეს არის წმინდა აგენტურული ნარატივი

მამუკა მდინარაძე: როდესაც ყველაფერ ქართულს ეძახიან რუსულს, ქართულ კანონებს, ეროვნულ ნაბიჯებს ეძახიან რუსულს, ეს არის წმინდა აგენტურული ნარატივი

როდესაც ყველაფერ ქართულს ეძახიან რუსულს, ქართულ კანონებს, ეროვნულ ნაბიჯებს ეძახიან რუსულს, ეს არის წმინდა აგენტურული ნარატივი,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

„ვინც რუსულს ეძახის ჩვენს მიერ გაკეთებულ რომელიმე საქმეს, ყველა მატყუარაა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს იქნება ევროპარლამენტარი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ყველა არის მატყუარა და დავალებების მიმცემების თუ აღმსრულებლების საქმეს ემსახურება მისი თითოეული სიტყვა. ეს ქალბატონი რასა იქნება თუ სხვა, ყველა იტყუება. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გვიწევს ამის თქმა. ძალიან არ გვსიამოვნებს ამის ლაპარაკი, მაგრამ დავიმახსოვროთ, როდესაც ყველაფერ ქართულს ეძახიან რუსულს, ქართულ კანონებს, ეროვნულ ნაბიჯებს ეძახიან რუსულს, ეს არის წმინდა აგენტურული ნარატივი. თუ გვინდა ამოვიცნოთ ჭეშმარიტი „ნაცი“ , ამაში ომის პარტიის ადგილობრივ და გარე წარმომადგენლებსაც ვგულისხმობ, უნდა დააკვირდეთ ეძახის თუ არა ეს ადამიანი ქართულს რუსულს. თუ არ ეძახის, მაშინ მთლად „ნაცი“ არ არის, მთლად აგენტი, დავალების მიმცემი არ არის. თუ ეძახის რუსულს ის არის ჭეშმარიტი აგენტი და „ნაცი“. აწი უნდა დაიმახსოვროს ჩვენმა მაყურებელმა“, - აღნიშნა მდინარაძემ.